16 ოქტომბერი 2018,   21:42
ვრცლად
"ლევანთან მივვარდით, სადარბაზოს კიბეზე იწვა... სულ სისხლიანი იყო... ა.ბ.-მ მითხრა - წამოდი ჩქარა დათოსაც უჭირსო" - 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე

"ლევანთან მივვარდით, რომელიც სადარბაზოს კიბეზე იწვა...სულ სისხლიანი იყო  ა.ბ.-მ რომელიც ამ დრომდე ჩემთან რჩებოდა, მითხრა - წამოდი ჩქარა დათოსაც უჭირსო" - ეს განცხადება, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე თინა ყენიამ, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გააკეთა. 

ყენიამ კომისიის წევრების კითხვებს უპასუხა და 2017 წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე განვითარებული მოვლენები გაიხსენა. 

"ლევანთან მივვარდით, რომელიც სადარბაზოს კიბეზე იწვა. ის ვიღაცას ეჭირა მხრებით, თუმცა ზუსტად არ მახსოვს ვის. ჩვენი მოსწავლე ნამდვილად არ იყო. სულ სისხლიანი იყო და ორივე მხარში ხელი მოვკიდე. როცა შევეხე, თავი ცუდად გადააგდო. ამ დროს ა.ბ.-მ რომელიც ამ დრომდე ჩემთან რჩებოდა, მითხრა - წამოდი ჩქარა დათოსაც უჭირსო და წავედით დათოსკენ. მახსოვს ვყვიროდი, ხალხნო, იქნებ ვინმემ მანქანით გადავიყვანოთ ეს ბავშვი-თქო. ძალიან ვჩხუბობდი, ყველას ვეჩხუბებოდი, იმიტომ რომ იქ სასწრაფო არ იყო და არც პოლიცია. ჩემს შემდეგ მოვიდა ორივე. შევედი თაღში და დავინახე დათო, რომელიც იწვა ბოძთან, მდინარე იყო სისხლის. ვიღაც კაცი ედგა, წინსაფარი ეკეთა, არ ვიცი ვინ იყო. ვთხოვე გაიწიემეთქი, დავადექი თავზე ბავშვს,  თვალები ღია ჰქონდა და ვუყვიროდი, დათო ხომ მხედავთქოდედიკოთი მივმართავდი, იმიტომ რომ კალთაზე მყავდა გამოკერებული. დედა ჰყავდა ემიგრაციაში,"-განაცხადა თინათინ ყენიამ. 

დღის ამბები