23 აპრილი 2024,   11:22
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი საგამოძიებო კომისიის კითხვებს პასუხობს

საკანონმდებლო ორგანოში თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი მივიდა. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებით საგამოძიებო კომისიას ხათუნა ბარაბაძესთან შეკითხვები აქვს. ბარაბაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ორი პირი პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები არიან. თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორის განმარტებით, ორივე მოზარდი არაკონფლიქტური იყო.

თუმცა ხათუნა ბარაბაძემ ორი წლის წინ მომხდარი დაპირისპირებაც გაიხსენა. მისი თქმით, ამჟამად ორივე მსჯავრდებულს კონფლიქტი ჰქონდა თანასკოლელებთან. მათ შესაბამისი სამართლებრივი გაფრთხილებაც მიიღეს.

დირექტორმა კომენტარი მოკლულ მოზარდებზეც გააკეთა. მისი თქმით, დათო სარალიძე და ლევან დადუნაშვილი პირველი ექსპერიმენტული სკოლის ტერიტორიაზე მას და მის კოლეგებს არ შეუნიშნავთ.

ამავე თემაზე
დღის ამბები