22 აგვისტო 2018,   11:34
ვრცლად
საგანგაშო სტატისტიკა: საქართველოში კიბოს დიაგნოზით წელიწადში 10 ათასი ადამიანი ავადდება, გასულ წელს კი 6 ათასი გარდაიცვალა

საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნით, წელიწადში 10 ათასი ავადდება. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს კიბოს დიაგნოზით, 6 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. ასევე გაზრდილია უცხოეთის კლინიკებში ქართველი პაციენტების რიცხვი.

ნანა მეტრეველისთვის, რომელიც 30 წელია, სამედიცინო სფეროში მუშაობს, ონკოლოგიური დაავადებების ბოლო წლების სტატისტიკა საგანგაშოა. მისი თქმით, ბავშვებში თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე გახშირდა.

ბავშვთა ჰოსპისს 50 ბენეფიციარი ჰყავს, მათ შორის სიმსივნის დიაგნოზის მქონე ბავშვები, რომლებიც აქ სიცოცხლის ბოლო წუთებს ატარებენ. ჰოსპისი წელიწადნახევრის წინ გაიხსნა და ამ ხნის განმავლობაში აქ სიცოცხლე უკვე 5-მა ბავშვმა დაასრულა, 15 წლის გოგო ორი დღის წინ გარდაიცვალა.

სპეციალისტები კიბოთი დაავადებულთა მზარდ რიცხვს ადასტურებენ. ონკოლოგები დაავადების გაახალგაზრდავებაზეც საუბრობენ და ამას ეკოლოგიურ პრობლემებს უკავშირებენ.

სპეციალისტების თქმით, გარემო რომელშიც ვცხოვრობთ, ტოქსიკური ნივთიერებებითაა დაბინძურებული, რომელიც ადამიანის ორგანიზმში აღწევს, მოგვიანებით კი სხვადსხვა დაავადების მიზეზი ხდება. ბოლო პერიოდის კვლევები აჩვენებს, რომ მთავარი გამოწვევა ამ მიმართულებით ტყვიის შემცველი პროდუქტებია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კიბოს გავრცელების კუთხით ქვეყანაში საგანგაშო ვითარება არ არის. ამირან გამყრელიძე მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ქვეყნის 3 რეგიონშია შემთხვევები მომატებულია.

დღის ამბები