19 აპრილი 2024,   20:02
ვრცლად
მაიკ პომპეოს ვიზიტი ფხენიანში-ჩრდილოეთ კორეა აშშ-სთან გამართულ მოლაპარაკებას საგანგაშოს უწოდებს

ფხენიანი შეერთებულ შტატებთან გამართულ მოლაპარაკებას საგანგაშოს უწოდებს. განცხადება ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. უწყებამ 6 და 7 ივლის ფხენიანში მაიკ პომპეოს ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ფხენიანს კორეის ნახევარ კუნძულის ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებით ვაშინგტონის პოზიცია არ მოწონს. ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ ქვეყანამ ბირთვული ობიექტების განადგურება დაიწყო, ვაშინგტონი კი ამის სანაცვლოდ მხოლოდ სამხრეთ კორეასთან დაგეგმილი სამხედრო სწავლებების გაუქმების პირობას დებს, რომელთა განახლებაც ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. ასეთი მიდგომა კი მხარეებს არათანაბარ პირობებში აყენებს. ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ ორ დღიან სამიტის დროს ვაშინგტონისგან კონსტრუქციულ ნაბიჯების გადადგმას ელოდებოდნენ, თუმცა ვაშინგტონი ფხენიანს ცალმხრივ მოთხოვნებს უყენებს და ქვეყნის ხელისუფლებაზე ზეწოლას განაგრძობს. 

დღის ამბები