25 აპრილი 2024,   18:14
ვრცლად
პირველი ორი გადარჩენილი - ტაილანდელმა მაშველებმა დატბორილი გამოქვაბულიდან ორი ბავშვვი გამოიყვანეს

პირველი ორი გადარჩენილი - ტაილანდელმა მაშველებმა დატბორილი გამოქვაბულიდან ორი ბავშვვი გამოიყვანეს. მესამე ბავშვს ზედაპირზე უახლოეს წუთებში ამოიყვანენ. ევაკუაციის ოპერაცია ტაილანდელმა მაშველებმა დღეს დილით დაიწყეს, ეს მას შემდეგ რაც ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო გამოქვაბულის ხელახლა დატბორვის საშიშროება შექმნა.

12-მა ბავშვმა და მათმა მწვრთნელმა ორი კვირა დატბორილ მღვიმეში გაატარეს. მათი ევაკუაციის ჩასატარებლად გამოქვაბულში 13-კაციანი მყვინთავების ჯგუფი შევიდა. მათ გარეთ სამაშველო ჯგუფები და სასწრაფო დახმარების მანქანები ელოდებიან. ოპერაციის დაწყვებამდე მაშველებმა გამოქვაბულის შესასვლელიდან ყველა ადამიანი - მათ შორის ჟურნალისტები, ბავშვბეის მშობლები და ახლობლები გაიყვანეს.

დღის ამბები