19 აპრილი 2024,   23:18
ვრცლად
მიტოვებული ჩვილი სამებაში - პოლიციამ სათვალთალო კამერების ჩანაწერები ამოიღო, სადაც ჩანს როგორ ტოვებს დედა ჩვილს

სამების ტაძარში ნაპოვნი ჩვილი იაშვილის კლინიკის დატოვების შემდეგ ალტერნატიული მზურნველობის ქვეშ გადავა. ამ დროისთვის სამართალდამცავები, სოციალურ მუშაკებთან ერთად ჩვილის ოჯახს ეძებენ. არსებული ინფორმაციით პოლიციას უკვე დაუკავშირდა ბავშვის ბებია. უკვე ამოღებულია სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარედ დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც, რომლის მიხედვითაც  დედის იდენტიფიცირება მოხდება. როგორც მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, მას შემდეგ რაც ჩვილის ოჯახს იპოვიან მოხდება მათი შეფასება და ამის შემდეგ გადაწყდება ბავშვის ბედი.

„ბავშვი გადაყვანილია კლინიკაში იმისთვის, რომ შეფასდეს ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სოციალური მუშაკი მისული არის ადგილზე. ბავშვის ზოგადი  მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ცოტა ხანს დაყოფს იგი კლინიკაში მანამ სანამ სრულად შეფასდება. შემდგომში, ისე როგორც გაწერილი არის ნაბიჯები ნაპოვნი ბავშვის შემთხვევაში  პოლიციასთან ერთად დავიწყებთ მუშაობას ოჯახის მოძიებაზე. დაიწყება ოჯახის შეფასება. იმიტომ რომ ერთხელ მიტოვებული ბავშვი რისკი არის შემდგომი მიტოვებისა. ოჯახის შეფასება გაკეთდება. ბავშვი იქნება კლინიკაში მანამ სანამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს ამას. შემდგომ გადავა ალტერნატიული ზრუნვის ფორმაში,“-განაცხადა მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა.  

ჩვილი სამების საკათედრო ტაძარში მესანთლემ იპოვა. ის ეკლესიაში დედამ დატოვა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები