23 აპრილი 2024,   12:35
ვრცლად
„თითქოსდა შესაძლებელი იყოს გარდა ბატონი თადუმაძისა, ვინმე გახდეს პროკურორი,“ - რომან გოცირიძე

„თითქოსდა შესაძლებელი იყოს გარდა ბატონი თადუმაძისა, ვინმე გახდეს პროკურორი,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ, მთავარი პროკურორის პოსტის შესახებ გააკეთა.

„კურიერის“ ინფორმაციით, თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის პოსტზე რჩება და შესაბამისად სწორედ წულუკიანი იქნება საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეც, რომელმაც ახალი მთავარი პროკურორი უნდა შეარჩიოს.

ოპოზიციაში თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურნენ, სადაც მან აღნიშნა, რომ  ის იქნება ინერტული საპროკურორო საბჭოს შეკრების დროს. მან განაცხადა, რომ ის არც კითხვებს დასვამს და არც კენჭისყრაში არ მიიღებს მონაწილეობას.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ ქვეყნის მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე იქნება.

„ძალიან უცნაურია იმ ორი ადამიანის მონაწილეობა, ერთი გენდერული კვოტით ავსებს ქმნის  საკანონმდებლო ფონს და ილუზიას, თითქოს და სამი კანდიდატურიდან უნდა აირჩიოს მეორე და ასევე მეორე, ოპოზიციის წარდგენილი, რომლის არჩევის შანსი არის  ნული პროცენტი. თითქოს და შესაძლებელი იყოს გარდა ბატონი თადუმაძისა, ვინმე გახდეს პროკურორი. ეს არის ფაქტობრივად პროცედურული თამაში, ფარსი და ნებისმიერი განცხადება ქალბატონი წულუკიანისა ემსახურება ამ ფარსის კიდევ გამართლებას თუ გაძლიერებას,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ის დაესწრება საპროკურორო საბჭოს, გვერდზე ოთახში იჯდება თუ გვერდზე შენობაში, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, საპროკურორო საბჭოს წევრისთვის, ყველა მათგანისთვის ეს გადაწყვეტილება უკვე ცნობილი იქნება. ასე რომ სად იჯდება თეა წულუკიანი, რომელ ოთახში და ვისი ნათლიაა და ვისი ბიძაშვილია, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,“ - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.  

დღის ამბები