18 აპრილი 2024,   19:42
ვრცლად
რაიანი, ლოლა და კაილები სმიტები - ხადას ხეობაში მოკლულ ოჯახს მარნეულში მცხოვრები მეზობლები იხსენებენ

რაიანი, ლოლა და კაილები სმიტები - ხადას ხეობაში მოკლულ ოჯახს  მარნეულში იხსენებენ. კალიფორნიდან საქართველოში გადმოსახლებული წყვილი მარნეულში 7 წელი ცხოვრობდა. მათ ხალიჩების ბიზნესი ჰქონდათ.  სმიტები ერთი წლის წინ საქართველოს მოქალაქეებიც გახდნენ.   მეზობლები იხსენებენ, რომ სმიტებს მათთან ძალიან თბილი და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. იხსენებენ იმასაც, რომ ოჯახი ქველმოქმედებასაც ეწეოდა და სოფლისთვის სათამაშო მოედნის აშენებასაც გეგმავდა.  

რაიანი, ლოლა და კაილები სმიტების მკვლელობისთვის პოლიციამ 19 წლის მწყემსი დაიჭირა. არსებული ინფორმაციით, მან შელაპარაკების დროს ჯერ მამაკაცი მოკლა, შემდეგ კი მის მეუღლეზე ძალადობა სცადა. ლოლა სმიტი ხევიდან გაქცევის მცდელობის დროს გადავარდა. მოგვიანებით კი ბრალდებულმა 4 წლის ბავშვს ესროლა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები