25 აპრილი 2024,   13:35
ვრცლად
ტაქსის მძღოლების აქცია ბათუმში თურქეთის საკონსულოს შენობასთან

აქცია ბათუმში - თურქეთის საკონსულოს შენობასთან მძღოლები შეიკრიბნენ. მძღოლები, რომლებსაც თურქეთში ტურისტული ჯგუფებით გადაჰყავთ აცხადებენ, რომ მათ პრობლემები ექმნებათ.

აქციის მონაწილეების თქმით, თურქი ტაქსისტები მათ უფლებას არ აძლევენ ტურისტებს მოემსახურონ, ხელოვნურად უქმნიან ბარიერს და მგზავრებს ართმევენ.

აქციის მონაწილეები საკონსულოს ჩართვას და ამ საკითხში ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვენ.

დღის ამბები