18 ივლისი 2018,   06:43
ვრცლად
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა

ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4422 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4448 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0026 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8571 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8773 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0202 ლარი შეადგინა.

 

 

დღის ამბები