18 აპრილი 2024,   08:39
ვრცლად
იაპონიაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 148-მდე გაიზარდა

იაპონიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ამ დროისთვის არსებული ინფრომაციით, ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულია 148 ადამიანი. ათობით ადგილობრივი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

გადაუღებელმა წვიმამ და წყალდიდობამ 30 პრეფექტურა დააზარალა. სტიქიის ზონიდან 2 მილიონი ადამიანია ევაკუირებული. სამაშველო ოპერაცია დატბორილ დასახლებებში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, იაპონიის პრემიერმა უცხოური ტურნე შეწყვიტა და ტოკიოში დაბრუნდა.

დღის ამბები