21 ნოემბერი 2018,   14:57
ვრცლად
„გამჭვირვალობის“ წევრები „მერსედესის" წარმომადგენლებს და მაკა ასათიანის ადვოკატებს ხვდებიან

„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ წევრები  „მერსედეს ბენცის საქართველოში წარმომადგენლობას“ და  მაკა ასათიანის ადვოკატებს ხვდებიან. იურისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, მათ მიერ გამოქვეყნებული დასკვნის დეტალები განიხილეს.

მაკა ასათიანის ადვოკატები ორგანიზაციას იმიჯის შელახვაში ადანაშაულებენ და იმედოვნებენ, რომ საკითხი სწორი ფორმით აღმოიფხვრება.

"მიმდინარეობს კონსტრუქციული აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ჩვენ ჩვენი პოზიცია დავუფიქსირეთ "საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს", მოვისმინეთ მათი პოზიცია, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ასევე მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა და უახლოეს პერიოდში იმედს ვიტოვებთ, რომ ეს საკითხი აღმოიფხვრება სწორი ფორმით,"- განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წევრებმა და მაკა ასათიანის ადვოკატებმა მოისმინეს ერთმანეთის  პოზიციები. არასამთავრობო ორგანიზაციის პროგრამის მენეჯერი გიორგი ლაგვილავა აცხადებს, რომ ერთი გადაწყვეტილება შეაფასეს და ყველასთან სასაუბროდ მზად არიან.

დღის ამბები