20 აპრილი 2024,   17:56
ვრცლად
როგორ ხვდება ოფიციალური თბილისი ნატოს ბრიუსელის სამიტს - ხელისუფლებასა და ოპოზიციას განსხვავებული მოლოდინი აქვთ

ნატო-ს ბრიუსელის სამიტისგან საქართველოს ხელისუფლებას და პოლიტიკურ ოპონენტებს რადიკალურად განსხვავებული მოლოდინი აქვთ.  ოპოზიციურ პარტიებში ვარაუდობენ, რომ სამიტის საბოლოო შედეგებზე გავლენას ის პოლიტიკური კრიზისი და ხშირი სამთავრობო ცვლილებები იქონიებს, რომელიც ქვეყანას არასტაბილურ იმიჯს უქმნის.

ქართული ოცნება კი საკუთარ წარმატებაზე საუბრობს და ალიანსის სხვა ლიდერებთან ერთად, ქვეყნის პრეზიდენტის ნატო-ს საბჭოს სხდომაში მონაწილეობას აღნიშნავს.

საქართვლო ამ ეტაპზე რაიმე ახალ შეთავაზებას - არსებითი პაკეტის მსგავს ინსტრუმენტს, ვეღარ მიიღებს. ქვეყანას ამ სამიტზე, სავარაუდოდ, უკრაინასთან ერთობლივ დეკლარაციას შესთავაზებენ.

ბუქარესტის სამიტიდან 10 წლის შემდეგ სპეციალისტებისთვის მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნების მეთაურთა მაგიდასთან პრეზიდენტის მიპატიჟება საკმარისი არ არის.

ექსპერტების ნაწილი იმასაც აპროტესტებს, რომ საქართველოს საკითხი, რომელსაც ასპირანტის სტატუსი აქვს და ბალკანეთის ქვეყენების გვერდით განიხილებოდა, ამჯერად უკრაინასთან ერთადაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები