19 აპრილი 2024,   06:18
ვრცლად
"მე ვერ ვხედავ, რა დააშავა წულუკიანმა ამისთანა, რომ ამხელა ამბები წავიდა"- რევაზ არველაძე

ვინ შევა მთავრობის ახალ შემადგენლობაში, საბოლოო გადაწყვეტილებას „ქართული ოცნება“ დღეს საღამოს პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღებს. ცნობილია, რომ ცვლილებები მხოლოდ ეკონომიკურ გუნდს შეეხება, რაც მმართველი გუნდის წევრებისთვის მისაღებია.

საპარლამენტო უმრავლესობაში ძალოვანი უწყების მინისტრების ცვლილებების აუცილებლობას ვერ ხედავენ. რევაზ არველაძე სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის პრეტენზიებს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიმართ არ იზიარებს.

„ის ტემპები, რომელიც იყო აქამდე, რომელზეც თითქოს, ვლაპარაკობდით, რომ ყველაზე კარგია ჩვენს არეალში, სამეზობლოში, მე ეს ნამდვილად არ მაკმაყოფილებს. ვთვლი, რომ თუ გვინდა, რომ საქართველო როდესმე ჩადგეს განვითარებული ქვეყნების რიგებში, დღს უნდა იყოს ორციფრიანი ზრდის ტემპები. ვარ იურისტი, მაგრამ არ მინდა ამ მიმართულებით რაიმე კომენტარები გავაკეთოთ, მაგრამ მე ვერ ვხედავ, რა დააშავა წულუკიანმა ამისთანა, რომ ამხელა ამბები წავიდა. ის მემგონია, სათავეში უდგას რეფორმებს, რომელიც სასამართლო რეფორმები იქნება თუ იურისპრუდენციაში. მე ასე ვთვლი, რომ ცუდი არაფერი გაუკეთებია,“- განაცხადა რევაზ არველაძემ.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ეკონიმიკური გუნდის ცვლილება მოსალოდნელი იყო, რათა ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს.

„პრემიერ-მინისტრმა როდესაც თავისი პროგრამა წარმოადგინა, გაახომვანა, რომ სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროში მოსალოდნელი იყო ერთგვარი ცვლილებები. რაც შეეხება ძალოვან სამინისტროებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, არ ვიცი, ჯერ პრემიერს არ წარმოუდგენია, სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ წარმოგვიდგენენ, მე პირადად ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ ძალოვანი უწყებებიდან ვთქვათ შს მინისტრი ან თავდაცვის მინისტრი შეიცვალოს,“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარემ, სიმონ ნოზაძემ.

როგორც ცნობილი გახდა, სავარაუდოდ, ფინანსთა მინისტრი "ჯეოსელის" ყოფილი ფინანსური დირექტორი ვანო მაჭვარიანი იქნება, ეკონომიკის მინისტრი მაკენზის ანალიტიკოსი, გიორგი ქობულია განიხილება, განათლებისა და კულტურის მინისტრის პოსტს კი მიხეილ ბატიაშვილი ჩაიბარებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები