20 აპრილი 2024,   18:25
ვრცლად
"რუსთავი 2" ღებულობს ამ სამიტში მონაწილეობას, როგორც სიმბოლო ბრძოლის, მედიათავისუფლების შენარჩუნების"- ნინო ნაკაშიძე ნატოს სამიტზე საუბრობს

ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომა ოფიციალურად საათნახევარში გაიხსნება, რომლის მონაწილეებსაც სიტყვით ალიანსის გენერალური მდივანი და ბელგიის პრემიერი მიმართავენ. მიმართვის შემდეგ, უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას, დახურულ კარს მიღმა განაგრძობენ. ერთ-ერთი მთავარი თემა თავდაცვითი ხარჯები იქნება, რაზეც სამიტის დაწყებამდე მწვავე განცხადებები  დონალდ ტრამპმა გააკეთა. საქართველოსთან დაკავშირებით, ნატოს სამიტის ფარგლებში განცხადებები ხვალ გაკეთდება.

პარალელურად ბრიუსელში ნატოს სამიტზე, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელზეც "რუსთავი 2" საგანგებო სტუმრის რანგშია მიწვეული. კონფერენციაზე საუბარი იქნება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მედიაპლურალიზმზე და სიტყვის თავისუფლებაზე.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“- ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნინო ნაკაშიძემ აღნიშნა, რომ „რუსთავი 2" მოწვეულია, როგორც ბრძოლის სიმბოლო და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროდასავლური არხი საქართველოში.

„რუსთავი 2"-ის როლი დემოკრატიული ფასეულობების გავრცელებაში სქართველოსთვის  ძალიან კარგად ცნობილია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და ის ფაქტი, რომ საქართველოდან ამორჩეულად "რუსთავი 2"-ის წარმომადგენელი მოწვეულია ნატოს სამიტზე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამას, "რუსთავი 2" ღებულობს ამ სამიტში მონაწილეობას, როგორც სიმბოლო ბრძოლის, მედიათავისუფლების შენარჩუნების საქართველოში და როგორც ის კომპანია, რომელიც აწარმოებს რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგოდ ძალიან ბევრ რაღაცას, რათა გაუწიოს წინააღმდეგობა რუსული პროპაგანდის თემატიკის და ნარატივის გავრცელებას საქართველოში,“- განაცხადა ნინო ნაკაშიძემ.

 

დღის ამბები