24 აპრილი 2024,   22:30
ვრცლად
რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია ქალაქ რუსთავის მკვიდრი, 40 წლის ინგა ლუკხუტაშვილი, მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან. 

მათივე ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ზნაურის რაიონის მიმდებარედ აიყვანეს. 

ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულს ჯარიმის სახით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა. მისი გათავისუფლება ჯარიმის გადახდის შემდეგ მოხდება. 

საქართველოს მოქალაქის გატაცების ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. როგორც "რუსთავი2"-ს უწყებაში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით არის დაკავებული. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი. 

დღის ამბები