18 ივლისი 2018,   06:38
ვრცლად
მეამაყება იმ პატარა გოგონას ნათლია ვარ, რომელიც კარგი ქართველი ქალი დადგება, ეს გახლავთ შალვა თადუმაძის შვილი - წულუკიანი 

საპროკურორო საბჭომ შალვა თადუმაძე მთავარი პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე დასამტკიცებლად წარადგინა. როგორც გაირკვა შალვა თადუმაძის კანდიდატურას მხარი საბჭოს აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა. მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნის მომხრე საბჭოს 12 წევრი იყო, წინააღმდეგი კი არც ერთი არ წასულა. თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია იუსტიციის მინისტრს.

როგორც თეა წულუკიანმა განმარტა, ის შალვა თადუმაძის შვილის ნათლიაა და ამასთან მიმართებაში მედიაში კითხვები ისმის.

„ხომ არ შევიკავე კენჭისყრისგან თავი იმიტომ, რომ დიახ, გახლავართ  და მე ეს მეამაყება იმ ქართველი პატარა გოგონას ნათლია ვარ, რომელიც დიდი, განათლებული და კარგი ქართველი ქალი დადგება, ეს გახლავთ შალვა თადუმაძის შვილი. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შალვა გავიცანი „ქართული ოცნების“  წიაღში. როდესაც ჩვენ უსამართლობას ერთად ვებრძოდით. ერთი ჩემი თანამებრძოლი შალვა შავგულიძე ყოფილი უკვე ვახსენე. შალვა თადუმაძეც ასეთია. უბრალოდ ჩვენ დღესაც ერთი მთავრობის პირობებში გვიწევდა მუშაობა. და ეს არ არის დასამალი, რომ ეს კავშირი მე მასთან მაქვს. თანამებრძოლი ვარ, მისი თანამოაზრე ვარ შალვა თადუმაძის და მისი შვილის ნათლია, როგორც ეს პატივი მომაგო. კიდევ იყო სხვა მიზეზები, რის გამოც მე არ მივიღე კენჭისყრაში მონაწილეობა. და უფრო მნიშვნელოვანი მიზეზები, რის გამოც მე არ მივიღე კენჭისყრაში მონაწილეობა. 

დღის ამბები