25 აპრილი 2024,   14:15
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, ის ღირსეულად გაართმევს თავს ამ პასუხისმგებლობას - პრემიერი თადუმაძის შესახებ საუბრობს 

საპროკურორო საბჭოს მიერ შალვა თადუმაძის მთავარი პროკურორის კანდიდატად არჩევის ფაქტს, პრემიერი გამოეხმაურა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, თადუმაძე კეთილსინდისიერი და პრინციპული პიროვნებაა.

ბახტაძე დარწმუნებულია, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მთავარი პროკურორის თანამდებობას თავს წარმატებით გაართმევს.

„შალვა თადუმაძე ჩემი შეფასებით, პირველ რიგში არის უაღრესად კეთილსინდისიერი და ძალიან პრინციპული ადამიანი. ის ბოლო პერიოდში ის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იყო, მანამდე კი, 2012 წლიდან მოყოლებული, მთავრობის საპარლამენტო მდივანი იყო და უმნიშვნელოვანესი რეფორმების განხორციელებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო პროცესების უშუალო მონაწილე გახლდათ.

ის სარგებლობს ძალიან მაღალი რეპუტაციით, როგორც პროფესიულ, ასევე სამეცნიერო წრეებში. მინდა მას პარლამენტში წარდგენის და დამტკიცების პროცესში წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, ის ღირსეულად გაართმევს თავს ამ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შალვა თადუმაძე საპროკურორო საბჭომ 12 ხმით არც ერთის წინააღმდეგ აირჩია. მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

დღის ამბები