20 აპრილი 2024,   04:15
ვრცლად
11 წელი საცხოვრებლის მოლოდინში - სამშენებლო კომპანია "ჰოლდერის" მიერ დაზარალებულთა აქცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ჰაიდარ აბაშიძის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

50-მდე ოჯახი საცხოვრებელი კორპუსის დასრულებას ინვესტორის მხრიდან 11 წელია უშედეგოდ ელოდება. შ.პ.ს "ჰოლდერმა" 2008 წელს აქციის მონაწილეთა საცხოვრებლები იმ პირობით დაანგრია, რომ 2 წელიწადში იქ ახალ კორპუსს ააშენებდა და მათ ბინებს გადასცემდა.

დაზარალებულები სასამართლოში დავობენ, დღეს მათ სასამართლოსგან საქმის განხილვის დაჩქარება მოითხოვეს.

დღის ამბები