23 აპრილი 2024,   11:02
ვრცლად
ზვიად კუპრავა სუს-ს მისი მოწამვლის მცდელობაში ადანაშაულებს

ზვიად კუპრავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მისი მოწამვლის მცდელობაში ადანაშაულებს.

"სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელის მოწამვლის საქმეზე გამოძიება მთავარმა პროკურატურამ უკვე დაიწყო. ზვიად კუპრავა გუშინ დაკითხეს.

ჩვენებაში კუპრავა ყვება, რომ მისთვის ყავაში მომწამვლავი ნივთიერების ჩაყრა სუს-მა რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე, ერთ -ერთ მონაწილეს ანი შევარდნაძეს დაავალა.

ზვიად კუპრავას განცხადებით, ანი შევარდნაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ზურა ჯოხიძე სთხოვდა მასთან ნდობაში შესვლას და მის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას.

ზვიად კუპრავას სუს-ის გეგმების შესახებ ანი შევარდნაძემ თავად უამბო. 

 

ავტორი: თაკო სურგულაძე. 

დღის ამბები