25 აპრილი 2024,   11:51
ვრცლად
მთავრობის ახალი შემადგენლობა - საკანონმდებლო ორგანოში მწვავე დებატებისთვის ემზადებიან

საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის განახლებული შემადგენლობის დასამტკიცებლად ემზადებიან. მანამდე კი პარლამენტში მწვავე დებატებია მოსალოდნელი. ოპოზიცია პრემიერ ბახტაძის კაბინეტს მხარს არ დაუჭერს, რადგან დეპუტატები ფიქრობენ, რომ ცვლილებები ფასადურია. მათი შეფასებით არ არსებობდა პოლიტიკური ნება რეალური ცვლილებების, რაც პირველ რიგში ძალოვანი მინისტრების გადაყენებით დადასტურდებოდა.

"რის გამოც იყო საზოგადოებრივი პროტესტი, ძალოვანი სტრუქტურების მიმართ, მთლიანად ეს ბლოკი არის შენარჩუნებული, რაც აშკარად შემაშფოთებელია. რაც შეეხება ეკონომიკურ ბლოკს, არიან ადამიანები, რომლის სახელებიც არაფერს არ ეუბნება საზოგადოებას,"-აცხადებს სერგო რატიანი.

ნაციონალურ მოძრაობაში კი პრემიერ-მინისტრის წარსულზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მისი დანიშვნა მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან ნდობას უკავშირდება. 

"პრემიერ-მინისტრი არის ბახტაძე, ადამიანი, რომელმაც მიწასთან გაასწორა საქართველოს რკინიგზა, რომელშიც განახევრდა ტვირთბრუნვა, რომელშიც განახევრდა შემოსავლები და რომელშიც ჩავარდა ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც დაკავშირებული იყო საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასთან. ეს ადამიანი დაინიშნა ერთადერთი ნიშნით - მას ენდობა უჩა მამაცაშვილი,"-აცხადებს მურთაზ ზოდელავა.

დღის ამბები