19 აპრილი 2024,   09:24
ვრცლად
ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიიდან, - იზორია ნატოს დეკლარაციაზე საუბრობს

ნატოს სამიტის მეორე დღე უკრაიანისა და საქართველოს საკითხებს დაეთმობა. თბილისის დროით 10:00 საათზე იენს სტოლტენბერგისა და გიორგი მარგველაშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ნატოს სამიტზე ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომას პირველად მსოფლიო ლიდერებთან ერთად დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი.

წინასწარ ცნობილია, რომ სამიტის ფარგლებში ნატოს წევრი სახელმწიფოები საქართველოს შესახებ ცალკე განცხადებას მოამზადებენ, სადაც მნიშვნელოვან ჩანაწერებს ელოდება ქართული მხარე. საქართველოს დელეგაციის წევრები იმედოვნებენ, რომ ნატოს მხრიდან ქვეყნის პროგრესი ადეკვატურად იქნება შეფასებული. ქართული მხარის კიდევ ერთი მოლოდინი შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციას უკავშირდება. რა ფორმით და როგორ ჩაერთვება მასში საქართველო, ეს დღეს გახდება ცნობილი.

"დეკლარაციაში ცალსახად არის გაცხადებული, რომ ნატო რჩება ღია კარის პოლიტიკის ერთგული, რაც საქართველოსთვის ნიშნავს მკაფიო შესაძლებლობას რომ გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიიდან, უნდა შეწყვიტოს მილიტარიზაციის პროცესი,"-აცხადებს ლევან იზორია.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ნატოს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ალიანსი მკაფიოდ აფიქსირებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

"ჩანაწერში ძალიან ნათლად ჩანს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და მოწოდება რუსეთისადმი რომ გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან,"-აცხადებს თენგიზ ფხალაძე.

დღის ამბები