20 აპრილი 2024,   19:05
ვრცლად
დადებითი მოლოდინები არ მაქვს იმიტომ, რომ საქართველო არის იქ როგორც ნამდვილი მაჩანჩალა - რურუა ნატოს სამიტზე საუბრობს

ნატოს სამიტიდან მნიშვნელოვან გზავნილებს ელოდებიან სახელისუფლებო გუნდში. ქართული ოცნების დეპუტატები დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოს პროგრესი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან შეუმჩნეველი არ დარჩება, მათ შორის იმ ქვეყნებისგანაც, რომლებიც ხშირ შემთხვევაში რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან. ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ნატოს სამიტამდე ერთი წლით ადრე "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნატოსთან დაახლოების მიზნით არ გადაუდგამს და ამ მიმართულებით წინსვლა არ არსებობს.

"ამ სამიტამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქართული ოცნების მთავრობას უმაღლეს დონეზე - შეერთებულ შტატებში, ევროპაში, პოლიტიკური კამპანია იმისათვის რომ საქართველომ გადადგას რეალური ნაბიჯი წევრობისკენ, ასეთი პოლიტიკური კამპანია საქართველოს არ უწარმოებია,"-აცადებს გიორგი კანდელაკი. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" სამიტიდან დადებითი მოლოდინები არ აქვთ და აცხადებენ, რომ ამის მიზეზი ბიძინა ივანიშვილია. 

"სამწუხაროდ არანაირი დადებითი მოლოდინები არ მაქვს, იმიტომ რომ საქართველო არის იქ როგორც ნამდვილი მაჩანჩალა. ამ პროცესის დასაჩქარებლად ყველაზე მეტი უნდა გააკეთოს ქართულმა მხარემ. ამას აკეთებს ივანიშვილი შეგნებულად და საქართველოს ის ართმევს მომავალს, ამიტომ რა შეიძლება მალე თუ გვინდა რომ გავიდეთ სამშვიდობოზე, უნდა დავემშვიდობოთ რუსულ ოცნებას,"-აცხადებს ნიკა რურუა. 

უმრავლესობაში კი საქართველოს პროგრესზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ალიანსში ამ ფაქტს სათანადოდ აფასებენ. 

"რუსეთის ფაქტორიც გასაგებია და ეს მსოფლიო პოლიტიკაში ჯერ კიდევ ინარჩუნებს თავის ბერკეტებს. საქართველოს წარმატების და გარკვეული რეფორმების აღიარება ხდება მუდმივად,"-აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი. 

დღის ამბები