25 აპრილი 2024,   17:32
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს კახა კახიშვილი დაიკავებს

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს კახა კახიშვილი დაიკავებს, მან ამ თანამდებობაზე შალვა თადუმაძე ჩაანაცვლა, რომელიც გუშინ მთავარ პროკურორად აირჩიეს. 

კახიშვილი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რამდენიმე წუთის წინ წარადგინა. 

"უწყებებში იწყება და ზოგ შემთხვევაში დაწყებულია ძირეული რეფორმები, მაგრამ მოსახლეობას სჭირდება სწრაფი ეფექტი, ამიტომ ჩვენ გავაძლიერებთ კოორდინაციას იმისათვის რომ ის სიკეთე რაც დაწყებულია უმოკლეს დროში მიიღოს მოსახლეობამ,"-აცხადებს კახიშვილი.

დღის ამბები