25 აპრილი 2024,   04:06
ვრცლად
მცირე მთავრობის კონცეფცია და ინკლუზიური ეკონომიკა - ფინანსთა მინისტრობის ახალი კანდიდატი საკუთარი უწყების როლზე საუბრობს

მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში წარდგენილმა ახალმა მინისტრობის კანდიდატებმა, საკუთარი პრიორიტეტების შესახებ მოკლე განცხადებები გააკეთეს.

პრემიერის მიერ წარდგენილი ფინანსთა ახალი მინისტრობის კანდიდატი ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ მის უწყებას წამყვანი როლი ექნება, მცირე მთავრობის კონცეფციის განხორციელების კუთხით.

„ფინანსთა სამინისტრო წამყვან როლს შეასრულებს იმ რეფორმების განხორციელებაში. პირველ რიგში ეს არის მცირე მთავრობის კონცეფციის დანერგვა და ეკონომიკის ინკლუზიურობა,“- განაცხადა ფინანსთა მინისტრობის ახალმა კანდიდატმა.

მისი თქმით,  ეკონომიკის ინკლუზიურობა მთავრობის ახალი პრიორიტეტია, რაც თავის თავში მოიცავს ყველა სიკეთის თითოეულ მოქალაქემდე მიტანას.

„ეს პრიორიტეტი ახლახან გაცხადდა, ეს თავის თავში მოიცავს იმ ყველა სიკეთის რაც დღეს გაგვაჩნია სამართლიან განაწილებას და თითოეულ მოსახლემდე მიტანას, ესეც აისახება ფინანსთა სამინისტროს პრიორიტეტებში და გექნებათ შესაძლებლობა იხილოთ ის ინიციატივები. ეს პროექტები, როგორც პრემიერმა თქვა დაიწყება მალე და 2019 წლის ბოლომდე ძირითადად უნდა იყოს ჩაშვებული ეს პროცესები და ზოგიერთი დამთავრებულიც კი,“-ცხცადებს ვანო მაჭავარიანი.

დღის ამბები