25 აპრილი 2024,   00:03
ვრცლად
"ეკონომიკური განვითარების ფილოსოფია ეფუძნება არამარტო ეკონომიკურ ზრდას, არამედ ეკონომიკის შემოსავლების თანამბარ განაწილებას მოსახლეობაში“ - ქობულია

„ჩვენი ეკონომიკური განვითარების ფილოსოფია ეფუძნება არამარტო ეკონომიკურ ზრდას, არამედ ეკონომიკის შემოსავლების თანამბარ განაწილებას მოსახლეობაში“ - აცხადებს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი გიორგი ქობულია.

მისი განცხადებით, ეს არის ერთადერთი სწორი მიდგომა, რათა ქვეყანაში განვითარდეს ეკონომიკა და ეს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს.

„ვთვლით, რომ ასეთი მდიგომა არის ერთადერთ, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა ავამაღლოთ“-აცხადებს ქობულია.
მინისტრობის ახალი კანდიდატის  განცხადებით, პრიორიტეტი იქნება რაიონებისა და სოფლებში ეკონომიკის განვითარება.

„ვგეგმავთ სერიოზული ინვესტიციების მოზიდვას აგრარულ და მომიჯნავე სექტორებში, აგრეთვე ვგეგმავთ სერიოზულ ღონისძიებებს საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერისთვის.
დიდი ყურადღება დაეთმობა ინდუსტრიალიზაციას და ტექნოლოგიებზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას, აქაც ვეგმავთ ინვესტორების მოზიდვას. ორივე პროგრამა დაკავშირებულია რაიონების განვითარებასთან“- აცხადებს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი.

დღის ამბები