19 აპრილი 2024,   15:53
ვრცლად
"შეიძლება პირველი სამიტი იყოს, სადაც პრაქტიკულადაც ვერაფერს ვერ მივიღებთ," - ნოდარ ხარშილაძე ნატოს სამიტზე საუბრობს

ნატოს სამიტის პირველი დღის გათვალისწინებით პოზიტიური მოლოდინი არ აქვთ ექსპერტებს. მათი თქმით, ალიანსის განცხადებები რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა მხარდაჭერილია, ახალი არ არის. ექსპერტების თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ქმედითი ნაბიჯებია. საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ექსპერტები მოუწოდებენ მთავრობას, უფრო მეტი იმუშაოს და დაარწმუნოს ალიანსი,რომ საქართველო ნატოს წევრობისთვის მზად არის.

"ალბათ ერთ-ერთი ყველზე უცნაური და ცუდი სამიტია ნატოს ბოლოს ისტორიაში, ჩვენ პოლიტიკურ პროგრესზე ლაპარაკი ზედმეტია, შეიძლება პირველი სამიტი იყოს, სადაც პრაქტიკულადაც ვერაფერს ვერ მივიღებთ,"-აცხადებს ნოდარ ხარშილაძე. 

დღის ამბები