18 ივლისი 2018,   07:05
ვრცლად
"განათლება, მეცნიერება, კულტურა და სპორტი, ეს არის ის სფეროები, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ადამიანური კაპიტალის ჩამოყალიბებასა" - ბატიაშვილი

მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში წარდგენილმა ახალმა მინისტრობის კანდიდატებმა, საკუთარი პრიორიტეტების შესახებ მოკლე განცხადებები გააკეთეს.

უკვე ცნობილია, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატი მიხეილ ბატიაშვილი იქნება. 

წარდგენის შემდეგ ბატიაშვილმა იმ გეგმებზე ისაუბრა, რომელის განხორციელებასაც უწყებაში გეგმავს.

"განათლება, მეცნიერება, კულტურა და სპორტი ეს არის ის სფეროები, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ადამიანური კაპიტალის ჩამოყალიბებასა და განვითარებას. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ძირეული რეფორმის გატარება განათლების ხუთივე საფეხურზე.

„როგორც განათლების მიმართულებით ყველა ამ სფეროში გატარდება მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც დაიწყება უმოკლეს პერიოდში და ორიენტირებული იქნება სწრაფ შედეგებზე,“-განაცხადა განათლების მინისტრობის კანდიდატმა.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ახალი შემადგენლობა რამდენიმე წუთის წინ წარადგინა, რომელშიც ახალი სახეებიც არიან.

დღეიდან ეკონომიკის მინისტრის პოსტს გიორგი ქობულია დაიკავებს, ფინანსთა მინისტრად ვანო მაჭავარიანია წარდგენილი, მიხეილ ბატიაშვილი კი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე დაასახელეს.

პრემიერის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დავით ზალკალიანი შეინარჩუნებს.

მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმიანისტრაციის ახალი ხელმძღვანელიც დაასახელა და მას კახა კახიშვილი დაიკავებს.

დღის ამბები