22 სექტემბერი 2018,   10:27
ვრცლად
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" მოსამართლეთა კანდიდატებთან გასაუბრებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების საჯაროობას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" მოსამართლეთა კანდიდატებთან გასაუბრებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების საჯაროობას ითხოვს.

ამ მიზნით ორგანიზაცია სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შეიტანს. იურისტები ითხოვენ, რომ სწორედ კონსტიტუციით დარეგულირდეს ეს საკითხი და შეიცვალოს შესაბამისი ნორმა.

არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ მთავარ პრობლემად დარჩება საბჭოს მუშაობის გაუმჭვირვალობა.

"მოვითხოვთ არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი და ბათილად გამოცხადდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების ის ნორმები რომელიც საშუალებას იძლევა, რომ იუსტიციის საბჭოს სხდომა იყოს დახურულ ფორმატში მოსამართლეთა კანდიდატებთან გასაუბრების დროს,"- აცხადებს ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” იურისტი გვანცა წულუკიძე. 

დღის ამბები