18 აპრილი 2024,   08:52
ვრცლად
"საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და ჩვენი ლიდერები აუცილებლად გასწევენ დიდ ძალისხმევას, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს"- იენს სტოლტენბერგი

საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი - ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბუქარესტის სამიტიდან 10 წლის შემდეგაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პირობად კვლავ გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ასახელებს. ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტისა და ნატოს გენერალური მდივნის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.

"უკვე ათი წელია, რაც პირველი შეხვედრა შედგა ნატო-საქართველოს კომისიისა. სადაც დიდი მიზნები დაისახა რომ მიახლოებოდა საქართველო ნატოს წევრობას. საქართველო აღიარებული იქნა ნატოს სანდო მეგობრად იმ მიზნით, რომ საქართველო გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული. საქართველო აგრძელებს თავის წვლილის შეტანას ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებში და საქართველოს ხალხის მიერ არის აღიარებული ის უსაფრთხოების საკითხები, რასაც ჩვენ ერთობლივად ვიზიარებთ.

"საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და ჩვენი ლიდერები აუცილებლად გასწევენ დიდ ძალისხმევას, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვართ იმ პროგრესით, რაც თქვენ მოახდინეთ და იმ რეფორმებით, რომელსაც აგრძელებთ. დიდი მადლობა, იმ წვლილისთვის რომელიც შეიტანეთ უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში. ის, რაც ნატოს სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება ესეც ძალიან კარგად სრულდება,"-განაცხადა სტოლტენბერგმა.

ჟურნალისტებთან შეხვედრამდე კი იენს სტოლტენებერგმა გიორგი მარგველაშვილთან მოლაპარაკება გამართა. დღეს ალიანსმა საქართველოსა და უკრაინის შესახებ ერთობლივი დოკუმენტი უნდა მიიღოს. სამიტის გუშინდელ კომუნიკეში რუსეთის მიმართ მკაცრი მოწოდებები გუშინ ჩაიწერა: ნატო ოფიციალურ მოსკოვს სთხოვს გაიყვანოს რუსული ჯარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და გააუქმოს ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის აღიარება.

დღის ამბები