22 სექტემბერი 2018,   10:25
ვრცლად
პეტრე-პავლობის დღესასწაული და 54-ე საყოველთაო ნათლობა - პატრიარქი 600-ზე მეტ ჩვილს მონათლავს

დღეს პეტრე-პავლობაა. ილია მეორე წირვას სამების ტაძარში აღავლენს, საღამოს კი 54-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება.

პატრიარქის ნათლული კიდევ 600-ზე მეტი ჩვილი გახდება. პატარებს ტრადიციულად ნათლობის ჯვარი და მოწმობა გადაეცემათ.

ილია მეორე ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს. უკვე 10 წელია პატრიარქი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავს.

ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

დღის ამბები