20 აპრილი 2024,   02:31
ვრცლად
დოდო გუგეშაშვილზე თავდასხმის ახალი დეტალები - ადვოკატის ინფორმაციით, გუგეშაშვილის მკვლელობა რუსმა გენერალმა შეუკვეთა

დოდო გუგეშაშვილი მის წინააღდეგ მომხდარი თავდასხმის ახალ დეტალებზე საუბრობს. მხედრიონის ყოფილი ლიდერი ამბობს, რომ თავდასხმა, რომელსაც მისი შვილი ემსხვერპლა, რეალურად მის წინააღმდეგ იყო დაგეგმილი და მომხდარში რუსული სპეცსამსახურების კვალს ხედავს. დოდო გუგეშაშვილი თავდასხმას, მის უკრაინაში ყოფნას უკავშირებს, როცა ის რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, უკრაინელებთან ერთად იბრძოდა.

„როდესაც 2017 წლის 29 ოქტომბერს მე დავბრუნდი ჩემს სამშობლოში უკრაინიდან, ოთხსაათნახევარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შემიზღუდეს გადაადგილების უფლება და არავის არ აუხსნია რატომ. ბატონმა გელა ნიკოლეიშვილმა ამის შესახებ ოფიციალურად ახლა წინა დღეებში მიმართა შსს-ს. ჩვენ მივიღეთ ძალიან უცნაური და ძალიან გაურკვეველი პასუხი. მივიღეთ შსს-სგან პასუხი, ოღონდ არა ბატონ გახარიასგან, რომ ეს მათ კომპეტენციაში არ ჯდება,“-განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

სკანდალურ ინფორმაციას ახმაურებს დოდო გუგეშაშვილის ადვოკატიც. გელა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, მას ერთ-ერთმა პატიმარმა უთხრა, რომ რუსი გენერალი გუგეშაშვილის მკვლელობას უკვეთავდა. ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში პატიმარი განცხადების გაკეთებას და მკვლელობის შემკვეთების დასახელებას გეგმავს.

„ერთ -ერთი პატიმრისგან მიღებული იქნა ძალიან საინტერესო ინფორმაცია. მასთან მივიდა ერთ-ერთი პიროვნება, რომლის სახელსაც და ვინაობასაც ასახელებს, რომელიც არის უცხოელი და რომელმაც შესთავაზა, რომ ან თვითონ აეღო საკუთარ თავზე ეს მისია ან მოეძებნა ადამიანები, რომლებიც განახორციელებდნენ  დოდო გუგეშაშვილის ლიკვიდაციას და სიაში დოდო გუგეშაშვილთან ერთად იყო კიდევ სხვა ოთხი  ადამიანი. ის ადამიანი ამბობს, რომ მე ვინც მითხრა ეს ამბავი და ვინც შემიკვეთა ის იყო ემისარი გამოგზავნილი კონკრეტულად ერთ-ერთი რუსი გენერლისგან,“-განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა. 

დღის ამბები