24 აპრილი 2024,   16:27
ვრცლად
"რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი და შეწყვიტოს მებრძოლების მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიაზე" - სტოლტენბერგი

ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მომზადებას წევრობისთვის - ეს განცხადება, ნატოს გენერალურმა მდივანმა, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ნატოს სამიტის პარალელურად, გიორგი მარგველაშვილი და იენს სტოლტენბერგი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.

ნატოს გენერალური მდივანი მადლობას უხდის საქართველოს სამშვიდობო მისიებში შეტანილი წვლილისთვის და აცხადებს, რომ საქართველოში, როგორც სტრატეგიულ რეგიონში ნატოსთვის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

ერთობლივი განცხადებები გააკეთეს ნატოს გენერალურმა მდივანმა და უკრაინის პრეზიდენტმაც. იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრა.

„ნატო უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდამჭერია. ვგმობთ, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. უკრაინის აღმოსავლეთში სიტუაცია პრობლემატური რჩება. ყოველდღიურად ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის პირობები და ადამიანის უფლებები. მინსკის შეთანხმება რჩება ერთადერთ გზად მშვიდობისკენ. რუსეთს კი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. მან უნდა გაიყვანოს ჯარი და შეწყვიტოს მებრძოლების მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიაზე,”-განაცხადა სტოლტენბერგმა.

დღის ამბები