25 აპრილი 2024,   02:05
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს დაუჭერს

საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს დაუჭერს. მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებზე შეფასებებს მმართველ გუნდში აკეთებენ.

საპარლმენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, მამუკა ბახტაძის პრემიერობის შემდეგ პარლამენტსა და მთავრობას შორის უფრო მეტი კოორდინაცია არსებობს.

„პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ შემოგვთავაზა საქმიანი პოლიტიკა და საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, ამ საქმიან პოლიტიკას უპასუხოს ასევე საქმიანი პოლიტიკით. ამ ადამიანებს აქვთ საქმიანი გამოცდილება, წარმატებული კარიერა გამოვლილი და შესაბამისად, რთულია, რომ ვინმემ ეჭვი შეიტანოს იმაში, რომ ადამიანებს გაუჭირდებათ ამოცანების შესრულება,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობასთან კითხვები ექნებათ. ფრაქცია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ნაცვლიშვილის თქმით, მას მინისტრებისგან აინტერესებს, როგორი იქნება ეკონომიკური გუნდის საპენსიო რეფორმა.

„გაკეთდა ისეთი აქცენტები, რომელიც ჩვენთვის მისაღებია, იმიტომ, რომ მთავარი აქცენტი, რაც კეთდება ბახტაძის მთავრობის მხრიდან, არის ინკლუზიურ ეკონომიკაზე ხაზგასმა. დავსვამ მაგალითად კითხვას, როგორ ვახორციელებთ საპენსიო რეფორმას, ისე, როგორც ჩვენ შევთავაზებთ მათ თუ ისე, როგორც ადრე მთავრობა გვთავაზობდა. გადანაწილების მექანიზმებზე როდესაც ვსაუბრობთ, ჩვენს საპენსიო რეფორმასა და მთავრობის საპენსიო რეფორმას შორის დიდი განსხვავებაა,“- განაცხადა ნექა ნაცვლიშვილმა.

დღეიდან ეკონომიკის მინისტრის პოსტს გიორგი ქობულია დაიკავებს, ფინანსთა მინისტრად ვანო მაჭავარიანია წარდგენილი, მიხეილ ბატიაშვილი კი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე დაასახელეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები