20 აპრილი 2024,   03:43
ვრცლად
ტოჩინოშინმა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა

ნაგოია ბაშოზე ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა ტოჩინოშინმა. ქართველმა სუმოისტმა ამჯერად იაპონელი კოტოშოგიკუ დაამარცხა.

თავისი შეხვედრა მოიგო ლევან გორგაძის უშუალო კონკურენტმა მიტაკეუმისაც, რომელიც ტოჩინოშინის მსგავსად მიმდინარე ბაშოზე დაუმარცხებელია.


ხვალ ტოჩინოშინი მონღოლ სუმოისტს, ტამავაშის შეხვდება, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი აქვს - 15 გამარჯვება და 7 მარცხი.

 

დღის ამბები