20 აპრილი 2024,   04:50
ვრცლად
ტრამპისა და მარგველაშვილის შეხვედრა - საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონის უსაფრთხოებაზე და ნატოში ინტეგრაციის გზაზე ისაუბრა

გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა. ამერიკის შეერთებული შტატებისa და საქართველოს პრეზიდენტების ხანმოკლე კომუნიკაცია, ნატოს ბრიუსელის სამიტზე, სამმხრივი შეხვედრის ფორმატში შედგა, სადაც საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტები მონაწილეობდნენ.

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელზეც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა.

„საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლს, როგორც ამერიკის ერთგულ და მყარ პარტნიორს რეგიონში. ის, რომ საქართველო იბრძვის ამერიკელებთან ერთად გლობალური უსაფრთხოებისთვის. პრეზიდენტმა ისაუბრა მის მიერ ინიცირებულ საქართველოს მხარდამჭერ აქტზე და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე მათ შორის უსაფრთხოების მიმართულებით. ასევე, პრეზიდენტმა ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ს როლი საქართველოს ნატოში დაჩქარებული ინტეგრაციის როლზე,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწემ უშიშროების საკითხებში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველის, საგარეო ურთიერთობათა მდივნის თენგიზ ფხალაძიხ განცხადებით, პრეზიდენტმა აღინიშნა, საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის პროგრესი, ნატოში გაწევრიანების გზაზე.

ფხალაძის თქმით, პრეზიდენტმა ტრამპთან შეხვედრისას რეგიონის უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

„პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პრივილეგირებული ინტერესების პოლიტიკას უნდა გაეცეს ერთიანი მწყობრი პასუხი, რაც უნდა გამოიხატოს ალიანსის გაფართოების ინიციატივებში. ხაზგასმით ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავად ალიანსისთვის საქართველოს გაწევრიანება,“- განაცხადა ფხალაძემ.

დღის ამბები