23 აპრილი 2024,   23:17
ვრცლად
რუსული ოკუპაცია და საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზა - ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია გამოქვეყნდა

ნატო-საქართველოს კომისიის მიერ მიღებული დეკლარაციის შინაარსი ცნობილია. დეკლარაცია ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

დეკლარაცია 8 პუნქტისგან შედგება და მასში საუბარია ალიანსის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაზე,

ალიანსი მოითხოვს რუსთმა გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიიდან, შეწყვიტოს ტერიტორიების ბორდერიზაცია და მილიტარიაზცია.

გარდა ამისა, ცალკე პუნქტად არის გამოყოფილი შავი ზღვის უსაფრთხოების ახალი კონცეფცია და მასში საქართველოს ჩართულობა.

„ნატოს წევრი ქვეყნების სახელმწიფო მეთაურები და მთავრობები აფასებენ საქართველოს ჩართულობას და წვლილს შავი ზღვის უსაფრთხოების ორმხრივ ცნობადობასა და სტრატეგიულ დიალოგში. ამ კუთხით ახალი ნაბიჯები იქნა ინიცირებული. მივესალმებით საქართველოს წინადადებას უზრუნველყოს ლოგისტიკური მხარდაჭერა ნატოსა და მოკავშირეებისთვის და ასევე სწავლების დაწყებას საქართველოს სანაპირო დაცვის სააბორდაჟე-მოიერიშე ჯგუფებისთვის. მოკავშირეები გეგმავენ დაეხმარონ საქართველოს საჰაერო და საზღვაო სივრცის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში“-ნათქვამია დეკლარაციაში.

მე-6 პუნქტში საუბარია, რომ ბუქარესტის სამიტის განაცხადი,რ ომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ძალაშია და ძალაში რჩება ასევე ისიც, რომ მაპის მინიჭება ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია.

„მოკავშირეები იმეორებენ 2008 წლის ბუქარესტრის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი MAP-ით, როგორც ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტი, ისევე როგორც შემდგომი გადაწყვეტილებები. ისინი მიესალმებიან მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც მიღწეულია 2008 წლის შემდეგ. საქართველოს ურთიერთობები ალიანსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ იარაღს წევრობისთვის, კერძოდ, ნატო-საქართველოს კომისიას, ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამასა და ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს. მოკავშირეები აღიარებენ მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების მიმართულებით, რომლებიც საქართველომ გაატარა და უნდა გააგრძელოს; რომლებიც ეხმარებიან საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას, მიაღწიოს პროგრესს წევრობისთვის მომზადების გზაზე და რომლებიც აძლიერებენ ალიანსთან საქართველოს თავდაცვისა და ურთიერთქმედების შესაძლებლობებს,”-ნათქვამია დეკლარაციის ტექსტში.

დღის ამბები