24 აპრილი 2024,   19:38
ვრცლად
ომბუდსმენის მოთხოვნას პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე იზიარებს

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მოთხოვნას  პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე იზიარებს. სერგი კაპანაძე ამბობს, რომ კომისია საბოლოო შეფასებას მუშაობის დასრულების შემდეგ გააკეთებს, თუმცა გამოკითხვების პროცესში ბევრის საეჭვო გარემოება იკვეთება.

„ჩვენ ვაგრძელებთ ჯერ კიდევ კომისიის ფარგლებში შსს-სა და პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრებს და სავარაუდოდ, ჩვენი დასკვნები და რეკომენდაციები ამ კონკრეტულ დარღვევებთან დაკავშირებით გაიცემა მას შემდეგ, რაც ეს კონკრეტული წარმომადგენლები ჩვენთან მოვლენ, ასევ ვთქვათ, მთელ ვერტიკალს გავივლით. ამიტომ სახალხო დამცველის წინადადებები და რეკომენდაციები სულ საყურადღებო რეკომენდაციებია და პრაქტიკულად, ემთხვევა იმ მიმართულებას, რომელზეც ამ წუთში არის საგამოძიებო კომისია,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის, საგამოძიებო კომისიის სხდომა ამ წუთებში კვლავ არასრულწლოვანების გამოკითხვით გრძელდება.

დღის ამბები