20 აპრილი 2024,   12:16
ვრცლად
ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე შემაჯამებელი სწავლება მიმდინარეობს

ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე, IV-ე მექანიზებული ბრიგადის, 43-ე ბატალიონის შემაჯამებელი სწავლება მიმდინარეობს. ერთკვირიანი საველე წვრთნის განმავლობაში, თავდაცვითი და თავდასხმითი ოპერაციები შესრულდა. რეალურთან მიახლოებული სიმულაციური სცენარის მიხედვით, ბრძანების მიღების შემდეგ ქვედანაყოფმა ოპერაციის რაიონში ტაქტიკური მართვის ცენტრი მოაწყო, საიდანაც წარიმართა შესაბამისი ოპერაციები. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მიზანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლებაა, ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად. 

დღის ამბები