25 აპრილი 2024,   11:05
ვრცლად
რუსეთი საფრთხეა მთელი მსოფლიოსთვის და საჭიროა, საერთო ძალისხმევა ამ საფრთხის გასანეიტრალებლად - გიორგი მარგველაშვილი 

რუსეთი საფრთხეა მთელი მსოფლიოსთვის და საჭიროა, საერთო ძალისხმევა ამ საფრთხის გასანეიტრალებლად - ასე აფასებს ნატო-ს სამიტზე გახმოვანებულ მთავარ გზავნილებს საქართველოს პრეზიდენტი.

გიორგი მარგველაშვილის შემაჯამებელი პრესკონფერენცია ბრუსელში ცოტა ხნის წინ დასრულდა. პრეზიდენტის განცხადებით, ნატო-ს სამიტზე მან საქართველოს ალიანსში გაწევრიანების დაჩქარება მოითხოვა.

საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყანას აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატო-ში გასაწევრიანებლად და ახლა საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური კონსენსუსი.

„რა არის მნიშვნელოვანი ამ დეკლარაციაში, პირველი, ეს არის ის, რომ აღიარებულია 29 ქვეყნის მიერ, ნატო-ს ყველა ქვეყნის მიერ ის, რომ რუსეთი არის აგრესორი და მოახდინა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. მითითებულია, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები საქართველოდან. ამ რეალობის აღიარების პარალელურად არის ნათლად განსაზღვრული რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და მესამე მომენტი, მანამ სანამ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, საქართველოსთვის მხარდაჭერის და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაღრმავების პროცესზე თანხმდებიან ნატო-ს შემადგენელი ქვეყნის ლიდერები,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

დღის ამბები