23 აპრილი 2024,   14:54
ვრცლად
პუტინმა ევროპის უსაფრთხოების სისტემა დაარღვია - დისკუსია პოროშენკოსა და მარგველაშვილს შორის 

ბრიუსელში საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების მონაწილეობით დისკუსია გაიმართა. მათ უშიშროებისა და თავდაცვის საკითხებზე ისაუბრეს. გიორგი მარგველაშვილმა და პეტრო პოროშენკომ რუსეთიდან მომდინარე აგრესიაზე იმსჯელეს.

„საქართველოს ოკუპაცია არ მომხდარა 2008 წელს. ჩვენი ორი რეგიონი მიიტაცეს 90-იანი წლების დასაწყისში, მაშინ არ იყო ლაპარაკი ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე, ეს იყო აშკარა დასჯა იმ ქვეყნის, რომელმაც გადაწყვიტა თავისი პოლიტიკის დამოუკიდებლად გატარება,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პოროშენკოს შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ევროპის უსაფრთხოების სისტემა დაარღვია.

"პუტინი გამუდმებით ამბობს, რომ მისი ჯარები არ არიან უკრაინაში, მაგრამ ყირიმი სწორედ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, 10 წლის წინ უკრაინა ქართველი ხალხის გვერდით იდგა, როდესაც რუსეთმა აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ. 2014 წელს კი ჩვენთან დაიწყო, ვინ აგებს პასუხს - რა თქმა უნდა, პუტინი. მან დაარღვია ევროპის უსაფრთხოების სისტემა,“- განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

დღის ამბები