20 აპრილი 2024,   09:52
ვრცლად
"არ იყო მოსალოდნელი, რომ იქნებოდა გარღვევა... ჩვენ არ გავხდით და არ ვხდებით უკვე ნატოს წევრი"- თამარ ხულორდავა

ნატოს სამიტის შედეგებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას, "ქართულ ოცნებაში" ეხმაურებიან.

მმართველი გუნდი განცხადებებს, რომ ნატოს სამიტი საქართველოსთვის კონკრეტული შედეგების გარეშე, ხელისუფლების მიერ არათანმიმდევრული ნაბიჯების გამო დასრულდა, არ ეთანხმება.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მოლოდინი იმის, რომ სამიტზე საქართველო მიიღებდა მაპს ისედაც არ ჰქონიათ.

„ეს სამიტი არ აღმოჩნდა და არც იყო მოსალოდნელი, რომ იქნებოდა გარღვევა იმიტომ, რომ ჩვენ არ გავხდით და არ ვხდებით უკვე ნატოს წევრი. მაგრამ ეს არც იყო მოლოდინი. სამიტი ნამდვილად არის წინ გადადგმული ნაბიჯი ბევრი თვალსაზრისით. იმ თვალსაზრისით, რომ არის ძალიან ბევრი ძლიერი მხარდამჭერი გზავნილები გაკეთებული, როგორც დეკლარაციაში ისე უმაღლესი პირების განცხადებებში,“-განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ

ნატოს სამიტის შედეგებით კმაყოფილია პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეც. დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, ნატოს მიერ აღიარებული იქნა საქართველოს ეტაპობრივი წარმატებები რაც წინ გადადგმული ნაბიჯია ნატოში ინტეგრაციის გზაზე.

„ვფიქრობ, რომ ძალიან ხელშესახები პროგრესი იქნება თვითონ ურთიერთობაში ნატოსთან. ახლა გასაგებია, რომ წევრობაზე დღეს არ არის საუბარი მაგრამ ამას თავისი დრო აქვს და ეს დროც აუცილებლად დადგება. და ეს ეტაპობრივი წარმატებების აღიარება, დაფიქსირება დეკლარაციებში ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საბოლოო შედეგს მივაღწიოთ,“-განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები