25 აპრილი 2024,   16:52
ვრცლად
ამ ეტაპზე შეფასება თუ ვისი ბრალეულობა იკვეთება, არასწორია - ოხანაშვილი მოზარდების მკვლელობის საქმეზე ლომჯარიას პასუხობს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნინო ლომჯარიას მოთხოვნას, რომ გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ეხმაურებიან. 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ვინმეს ბრალეულობის გამოკვეთა არასწორი იქნება.

მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს არასრულწლოვანების გამოკითხვით გაგრძელდა. კომისიის წევრებმა 51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები დაკითხეს, რომლებიც მომხდარის უშუალო თვითმხილველები იყვნენ.

მოზარდებთან შეხვედრა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ფსიქოლოგების მონაწილეობით მიმდინარეობდა.

„სახალხო დამცველს არ აქვს შესაძლებლობა, გამოიკითხოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ამიტომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ეს ხალხი გამოვკითხოთ. შესაძლოა, დავუშვათ, რომ რამდენჯერმე მოვიწვიოთ პროკურატურის, შსს-ს წარმომადგენლები. ამ ეტაპზე შეფასება გავაკეთოთ ჩვენ, რომ ვისი ბრალეულობა იკვეთება, იკვეთება თუ არა, ვინმეზე მოახდინა თუ არა ზემოქმედება, ამ ეტაპზე არის არასწორი,“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სახალხო დამცველმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე ისაუბრა და პროკურატურას ოფიციალურად მიმართა. ნინო ლომჯარიამ განცხადება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალების და საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამომძიებლების დაკითხვის შემდეგ გააკეთა.

ომბუდსმენის შეფასებით, იკვეთება სამოხელეო დანაშაულის შესაძლო ფაქტები, რადგან გამოძიებამ საქმის ობიექტურად წარმართვა ვერ უზრუნველყო და გამოძიება არ ემსახურებოდა ყველა დამნაშავის გამოვლენას და დასჯას.

ამავე თემაზე
დღის ამბები