20 აპრილი 2024,   12:16
ვრცლად
კარგი და პოზიტიური დანამატი არის მთავრობისთვის - თამარ ჩუგოშვილის მთავრობის ახალ შემადგენლობაზე

„კარგი და პოზიტიური დანამატი არის მთავრობისთვის,“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, თამარ ჩუგოშვილი პრემიერის, მამუკა ბახტაძის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობის დასახელებას.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, მცირე მთავრობის მუშაობა უფრო ეფექტური უნდა იყოს და კოორდინირებულად უნდა იმუშაონ უწყებებმა.

„კარგი და პოზიტიური დანამატი არის მთავრობისთვის. მთავრობა არის ახლა უფრო მცირე შემადგენლობით წარმოდგენილი, უფრო მცირე მთავრობა გვყავს და, შესაბამისად, უნდა იყოს უფრო მოქნილი და უკეთ კოორდინირებული, ვიდრე მანამდე, მათი საქმიანობა. რეფორმები, ძირითადი მიმართულებები, ძირითადი პოლიტიკა, ბუნებრივია, ქვეყნისთვის რჩება უცვლელი, მთავარია, რომ ამ პოლიტიკის და ამ მიმართულების განხორციელება იყოს ბევრად უფრო ეფექტური და ჩვენმა მოქალაქეებმა ეს ყოველდღიურად იგრძნოს მათ ცხოვრებაში,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დღის ამბები