13 ნოემბერი 2018,   07:38
ვრცლად
"ამ გუნდს არ გააჩნია შესაძლებლობა, რომ გადაწყვიტოს ქვეყანაში მდგომი მძიმე პრობლემები," - ბაქრაძე განახლებულ მთავრობაზე

ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი დავით ბაქრაძე სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება. ახალ სახეებთან დაკავშირებით ბაქრაძე ამბობს, რომ ისინი საზოგადოებისთვის სრულიად უცნობ ფიგურებს წარმოადგენენ და მათ პოლიტიკური გამოცდილება არ გააჩნიათ.

ასევე, მისი განცხადებით, ახალ სამთავრობო გუნდს არ გააჩნია ქვეყანაში არსებული მძიმე პრობლემების გადაწყვეტის გამოცდილება.

„მინისტრთა კაბინეტში ერთის მხრივ წარმოდგენილია ძველი სახეები, რომელთა ნახვაც საზოგადოებას უკვე აღარ უნდა და მაგალითად ქალბატონი თეა წულუკიანი არა მხოლოდ დარჩა მინისტრად, არამედ დამატებითი სამინისტროც შემოიერთა და გაძლიერდა. და მეორეს მხრივ, არის ახალი სახეები, რომლებიც წარმოადგენენ სრულიად უცნობ ფიგურებს, რომელთა ხედვის შესახებაც საზოგადოებამ არაფერი იცის და არ გააჩნიათ არანაირი გამოცდილება და პოლიტიკური წონა. ამიტომ, ასეთი ეკლექტური შემადგენლობით, ძველებური მიდგომით, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, რა თქმა უნდა, ამ გუნდს არ გააჩნია არანაირი შესაძლებლობა, რომ გადაწყვიტოს ქვეყანაში მდგომი ძალიან მძიმე პრობლემები და გააუმჯობესოს ჩვენი მოსახლეობის ცხოვრება,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები