18 ივლისი 2018,   05:16
ვრცლად
„ახალი მთავრობა წარვადგინეთ უკვე და კომენტარი არ გაგვიკეთებია" - გიორგი მარგველაშვილი

„ახალი მთავრობა წარვადგინეთ უკვე და კომენტარი არ გაგვიკეთებია,“- ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში მთავრობის ცვლილების შესახებ დასმულ შეკითხვას.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ნატო-ს სამიტზე ორი ახალი მინისტრი იმყოფება, რომელთანაც მას კარგი თანამშრომლობა აკავშირებს.

„ახალი მთავრობის ორი მინისტრია აქ და მინდა ვთქვა, რომ ეს ის ორი მინისტრია, ვისთანაც, ტრადიციულად, კარგად ვთანამშრომლობთ, საერთაშორისო თემებზე კარგი თანამშრომლობა მიმდინარეობს ამ ორ მინისტრთან,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები