18 ივლისი 2018,   06:59
ვრცლად
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა - ხუთივე მგზავრი ამ დრომდე კლინიკაში რჩება 

ავარიულად დაშვებული  ვერტმფრენის ხუთივე მგზავრი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ეკიპაჟის სამი წევრი საპატრულო და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც გეგმიურ როტაციას ახორციელებდნენ, დღეს სიკვდილს სასწაულით გადაურჩნენ.

უცნობია, რა გახდა სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი პუმას ტიპის შვეულმფრენის საბორტო ნომრით ჯეი-ბი-პი ((GBP–)) 100 / 20 ავარიის მიზეზი, გამოძიება ყველა შესაძლო ვერსიაზე მუშაობს.

დაშავებული მფრინავის ინფორმაციით, ვერტმფრენი აფრენამდე შეამოწმეს, რა მოხდა და რატომ დაეშვა ეკიპაჟი ავარიულად, არ იცის. ამბობს, რომ საჰაერო ხომალდს ცეცხლი არ გასჩენია, ფრენის დროს მისი ფრთები, ჯერჯერობით, უცნობი მიზეზით დაზიანდა.  

სასაზღვრო პოლიციის პუმას ტიპის ვერტმფრენი ავარიულად დღეს გამთენიას, ანდარაზანის ქედზე დაეშვა. ეკიპაჟის 5 წევრი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, პატრულ-ინსპექტორი და 3 მფრინავი, ლაგოდეხის სასაზღვრო ზოლში გეგმიური როტაციის შესასრულებლად მიფრინავდნენ.

დაშავებულები სასაზღვრო პოლიციის უფროსმა საავადმყოფოში მოინახულა. თემურ კეკელიძე ამბობს, რომ გამოძიება ყველა შესაძლო ვერსიას განიხილავს, მათ შორის, ხომ არ იყო ხომალდი აფრენამდე გაუმართავი.

ვერტმფრენი, რომელიც ავარიულად დაეშვა, სასაზღვრო პოლიციას ეკუთვნის. ავარიის ადგილზე ექსპერტები ამ დრომდე მუშაობენ.

დღის ამბები