24 სექტემბერი 2018,   14:37
ვრცლად
შტურმი "ქართულ ოცნებაზე" ნატოს შტაბბინიდან - მარგველაშვილმა ივანიშვილის გუნდი გააკრიტიკა

ნატოს შტაბბინაში მსოფლიო ლიდერებთან გამართული შეხვედრების შემდეგ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა "ქართული ოცნება" გააკრიტიკა.

გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილის გუნდს საჯაროდ ევროპის დედაქალაქიდან ეკითხება, სად გაქრა ყოფილი პრემიერი - გიორგი კვირიკაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის მტკიცებით, ეს კითხვა მხოლოდ მას არ აქვს და ამ თემით საქართველოს პარტნიორები და რიგითი მოქალაქეები ინტერესდებიან.

გიორგი მარგველაშვილმა „ქართული ოცნება“ გიორგი კვირიკაშვილის დევნაში დაადანაშაულა და რიტორიკულად აღნიშნა, რომ პრემიერის პოსტიდან გადაყენებისა და პოლიტსაბჭოდან გაშვების შემდეგ ახლა კვირიკაშვილის ფოტოებს სახელმძღვანელოებიდან შლიან.

საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობაზე დასმულ შეკითხვას მოკლედ უპასუხა და განაცხადა, რომ მთავრობა წარადგინა და კომენტარი არ გაუკეთებია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები