25 სექტემბერი 2018,   12:07
ვრცლად
„გულდაწყვეტილი ნამდვილად არ ვარ, მინისტრთა კაბინეტში არ ვარ აგერ?" - კახა კახიშვილი 

მინისტრის პორტფელის გარეშე დარჩენილი კახი კახიშვილი გულდაწყვეტილი არ არის. ახლა უკვე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახალ კაბინეტში ვერ მოხვდა, თუმცა საკმაოდ საპასუხისმგებლო პოსტი ჩააბარეს.

კახი კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ცნობილი მთავრობის დამტკიცების შემდეგ გახდება.

„გულდაწყვეტილი ნამდვილად არ ვარ. ისიც მინდა გითხრათ, რომ უმძიმესი სამსახური იყო ეს ჩემთვის. სამი წელი რაღაც პაუზის აღება და სხვა საკითხზე გადართვა, მე ვფიქრობ უფრო  პროდუქტიული იქნება ამ ეტაპზე. სამინისტრო შეუერთდა იუსტიციის სამინისტროს, საქვეუწყებო დაწესებულების სახით და აქედან გამომდინარე, მინისტრთა კაბინეტში არ ვარ აგერ? საქართველოს კანცელარიაში არც ისე ხშირად ვიყავი, როგორც ახლა ყოველდღიურად ვიქნები,“-აცხადებს კახიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები