25 აპრილი 2024,   07:50
ვრცლად
ხშირმა სამთავრობო ცვლილებებმა შესაძლოა, ნატოს წევრ ქვეყნებს საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის შესახებ ეჭვი გაუჩინოს - ექსპერტები

მთავრობის შემადგენლობისა და მათ შორის პრემიერის ხშირი ცვლილება კითხვებს პარტნიორებშიც აჩენს - ასე ეხმაურებიან საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ექსპერტები.

მათი თქმით, მცირე ინტერვალით განხორციელებულმა სამთავრობო ცვლილებებმა შესაძლებელია, ნატოს წევრ ქვეყნებს ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის თვალსაზრისით ეჭვი გაუჩინოს.

ექსპერტები იმასაც განმარტავენ, რომ ეს არ არის ერთადერთი პრობლემა, რის გამოც ნატოს სამიტი საქართველოსთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

„აქამდე ყველა სამიტზე ჩვენ ან ვიღებდით პრაქტიკულ ინსტრუმენტს ან თითოეული სამიტი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ნატოში გაწევრიანების გზაზე. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სამიტის დეკლარაციაში არც ერთია და არც მეორე.

ამ ყველაფერს კიდევ უფრო ასუსტებს ის ხშირი სამთავრობო ცვლილებები ,რომელიც გაურკვეველია რატომ ხდება“- აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი რუხაძე.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტი დავით სიხარულიძე კი ამბობს, რომ სტრატეგიული სახის ძალისხმევაა გასაწევი და არა ფრაგმენტული მუშაობა ნატოს წევრი რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან.

დღის ამბები